აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით და კინოთეატრ „საქართველოს" მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 150 ბავშვი, ახალი ქართული ფილმის „გარიგება ოცი წლის შემდეგ" კინოჩვენებას დაესწრო. ფილმის პრემიერას, დევნილ ბავშვებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლელა წურწუმია ესწრებოდნენ.
„აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრ „ საქართველოს" მხარდაჭერით, საინტერესო სიურპრიზი მოვუმზადეთ. მათ საშუალება მიეცათ ქართული კომედიური ფილმი „გარიგება ოცი წლის შემდეგ" ენახათ. იმედია, რომ ბავშვებს ფილმი მოეწონათ და საინტერესო პერსონაჟებთან შეხვედრამ, პატარებს განწყობა გაუხალისათ. აფხაზეთის მთავრობა მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას,"- განაცხადა ფილმის ჩვენების შემდეგ გიორგი ბარამიამ.
ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, მომღერალმა ლელა წურწუმიამ კმაყოფილება გამოთქვა ფილმის პრემიერაზე მოწვევის გამო. „ძალიან გამიხარდა, რომ კინოჩვენებაზე პირადად მაყურებელმა მომიწვია და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ ეს მაყურებელი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებია. მათთვის ალბათ საინტერესო იყო შეცვლილ პერსონაჟებთან შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ ფილმმა ბავშვებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნა,"- განუცხადა ჟურნალისტებს ლელა წურწუმიამ.
კომედიური ჟანრის ფილმი, საქართველოს რამდენიმე მხარეშია გადაღებული. მათ შორის კახეთსა და აჭარაში. ფილმის რეჟისორი ზაზა კოლელიშვილია.