აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ქართველ და აფხაზ დედებს დედის დღე მიულოცა. გიორგი ბარამიამ მათ აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საჩუქრები გადასცა 12 წარმატებულ ქალბატონს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარების საქმეში.
გიორგი ბარამიას განცხადებით, სწორედ ქართველი და აფხაზი დედები შეძლებენ წლების წინ, აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას.
„მათ ღვაწლზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, ვინაიდან, სწორედ დედებმა უნდა აღზარდონ ღირსეული შთამომავლობა და ამ ქვეყნის შვილები,“- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიამ.