გიორგი ბარამია ქ. პარიზში გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების დასახმარებლად ქ. პარიზში გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო.
ღონისძიება დადიანების შთამომავლის - ალენ მიურატის მეუღლის, პრინცესა ვერონიკა დე შაბო-ტრამკურის ორგანიზებით გაიმართა.  საღამოს საქართველოსა და საფრანგეთის  პოლიტიკური წრის  წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
,,ღონისძიებიდან  შემოსული თანხით აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები დაფინანსდებიან, რომლებიც ზუგდიდში არსებულ ქართულ-ფრანგულ სკოლაში სწავლობენ. მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. მივესალმებით პრინცესას ამ მნიშვნელოვან ინიციატივას," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამია საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა .