კოდორის ხეობიდან დევნილი ბავშვები 3D ფორმატში გადაღებული ანიმაციური ფილმის „მადაგასკარი 3“ ჩვენებას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისათვის გრძელდება. აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ამჯერად კოდორის ხეობიდან დევნილი ბავშვები 3D ფორმატში გადაღებული ანიმაციური ფილმის „მადაგასკარი 3" კინოჩვენებაზე მიიწვია.

მოზარდები კინოთეატრ „რუსთაველს" დღეს სტუმრობდნენ. აქციაში კოდორის ხეობიდან დევნილი 30-მდე ბავშვი ჩაერთო. მათთან ერთად, ფილმის ჩვენებას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ღონისძიება რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორაგნიზებითა და კინოთეატრ „რუსთაველის" მხარდაჭერით მოეწყო.