აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL"-ის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთში გაემგზავრნენ.
სოციალურად დაუცველი მოზარდები ესპანეთში 31 აგვისტომდე დარჩებიან. ბავშვები ესპანურ ოჯახებში იცხოვრებენ.
დევნილი მოზარდების მგზავრობისა და იქ ცხოვრების ხარჯებს აფხაზეთის მთავრობა და „FINSOL" -ი უზრუნველყოფს. აფხაზეთის ა/რ მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობს. ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად სოციალურად დაუცველი, დევნილი ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ატარებენ.
ბავშვები აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბობოხიძემ თბილისის აეროპორტიდან დღეს დილით გააცილა.