აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ტკბილეულით დახვდნენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება და შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.