აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2017-06-01   |   
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სულ 40-მდე მოზარდს გაეწია მომსახურება. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს დაენიშნებათ მკურნალობა ან დამატებითი გამოკვლევებისათვის შეთავაზებულ იქნება სამინისტროს მიზნობრივ პროგრამებში ჩართვა.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილეები თენგიზ კვირტია და მარინა ონიანი ესწრებოდნენ.