2017-06-27 |
იუსტიციის დეპარტამენტი
სამუშაო შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში
2017 წლის 28 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საჯარო მოხელეების შეხვედრა გაიმართა. განხილულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.