ვახტანგ ყოლბაია რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა.

სასათბურე მეურნეობა 2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, პროგრამა „GRASSROOT"-ის ფარგლებში გაკეთდა. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა USAID-ის პროგრამა „ზრდა"-ს ფინანსური დახმარებით მოწყობილი მოცვის სანერეგე მეურნეობა. სათბურებში ასევე სხვადასხვა სახის ბოსტნული მოჰყავთ.

მეურნეობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფასა და უმუშევრობის შემცირებას.