აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი გმირების შვილებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება. მოზარდებს კინოთეატრი რუსთაველი და თბილისის „აკვაპარკი" უმასპინძლებს.
8 აგვისტოს დევნილი მოზარდები სათავგადასავლო ფილმის „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობას" უფასო კინოჩვენებას დაესწრებიან. ბავშვები მათთვის საინტერესო და კარგად ნაცნობი გმირის ახალ თავგადასავლებს იხილავენ, ხოლო 9 აგვისტოს „აკვაპარკში" მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთობიან.
საქველმოქმედო აქცია რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.