აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ, მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემა და სოლიდარობა მკერდზე დამაგრებული ყაყაჩოს სიმბოლოებით გამოხატეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ოთხი წელი გავიდა. რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.