გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა

მინი-ფეხბურთში გენო ზარიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა.

ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი გავიდა.

ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ტურნირის მონაწილე სპორტსმენები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და გენო ზარიას შვილმა – დათო ზარიამ გადასცეს.