მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლს სოციალურად დაუცველი 30 მოზარდი დაესწრო

10 ივნისს,  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში  რეჟისორ ლევან ქობლიანიძის სპექტაკლს ,,ემილის თავგადასავალი’’, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 მოზარდი, კომპაქტური ჩასახლებიდან, (მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, ხიზანიშვილის # 57-დან) დაესწრო.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.