აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მსოფლიო თასის ჩემპიონს ძალისმიერ სამჭიდში ირაკლი ცხოვრებაშვილს შეხვდა და მას გამარჯვება მიულოცა.
2016 წლის 9-12 ივნისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში ჩატარდა მსოფლიო თასის მეშვიდე გათამაშება ძალისმიერ სამჭიდში და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში, რომელშიც მონაწილეობდა 411 სპორტსმენი 15 ქვეყნიდან. საქართველოდან ამ შეჯიბრებაზე გაემგზავრა 6 სპორტსმენი. მათ შორის იყო აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი ცხოვრებაშვილი, რომელმაც 100 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. ირაკლი ცხოვრებაშვილმა ასევე დაამყარა ევროპის რეკორდი 222, 5 კგ. შედეგით წოლჭიმში. სულ საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.