აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე ქ. ქუთაისში, ჟ. შარტავას სახელობის რეაბილიტირებულ აფხაზეთის №6 საჯარო სოლას ეწვივნენ და დევნილ ბავშვებს ახალი სასწავლო სწლის დაწყება მიულოცეს. გიორგი ბარამიამ და თეიმურზ მაისურაძემ სკოლა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
„მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს მოსწავლეებს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე დანარჩენ საქართველოში. რაც მთავარია, ვუსურვებ მათ წარმატებებს მომავალში. იმედი მაქვს, რომ ეს პატარები ძალიან განათლებულები აღიზრდებიან, რამეთუ განათლებული თაობა, ეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა,"-განაცხადა გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთის №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია USAID დაფინანსებით „CHF international"-ის პროგრამის „ბავშვი" ფარგლებში განხორციელდა.
წელს, აფხაზეთის 13 საჯარო სკოლაში 145 პირველკლასელია, ყველა მათგანს ნეტ-ბუქი გადაეცა, ხოლო სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანმა ოჯახებმა სასკოლო სახელმძღვანელოები მიიღეს. აფხაზეთის საჯარო სკოლებში სულ 3 ათასამდე მოსწავლე სწავლობს.