აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაციას დაესწრო

სასტუმრო რუმსის საკონფერენციო დარბაზში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

პროექტის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა. პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

ინიციატივა ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების წახალისებას, რაც შესაძლებელს გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას, ახალი შესაძლებლობების განვითარებასა და როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე წვდომას. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი. პროექტის ბენეფიციარებს გრანტის მიღება 35 ათასი ლარის ფარგლებში შეუძლიათ.