2017-02-15 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
მცირეფასიან სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე წარმომადგენლობებში განცხადებების მიღება დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის” საფუძველზე წარმომადგენლობებში დაიწყო განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №89/24 (მე-13 სართ);
- ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №27, მესამე სართული; (ბათუმის, ქობულეთის და წყალტუბოს ოფისების დახმარებითაც ხდება განცხადების მიწოდება)
- ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №35.