მიმდინარე წლის 17-18 დეკემბერს სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით HR ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. HR ფორუმს დაესწრო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართელოს უფროსი მ. ჩაკვეტაძე. აღნიშნულ ფორუმზე განხილული იყო პროფესიული საჯარო მოხელის უწყვეტი სწავლების სისტემასთან და შეფასების სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კერძოდ, პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის სწავლების საჭიროებების გამოვლენის წესები, ტრენინგების დაგეგმვის შესაძლებლობები და ვადები.