მორიგი სოციალური კამპანიის დასაწყისი,სტუმრობა მარტოხელა მამის მრავალშვილიან ოჯახში

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩევლებმა,ნინო გულუამ და დალი დგებუაძემ,აფხაზეთიდან დევნილი ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულებს,რომელთა  ისტორია ძალიან მძიმე და ტრაგიკულია.  დედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მარტოხელა მამა – რუსლან ვეკუა შვიდ შვილს არასახარბიელო სოციალური მდგომარეობით, მარტო ზრდის. შეხვედრისას სამინისტროს თანამშრომლები გაეცნენ ოჯახის მდგომარეობას და იმ საჭიროებებს, რომლის წინაშეც 7 შვილიანი ოჯახი დგას და სამინისტროს მიერ შესყიდული ტკბილეული გადასცეს.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ვეკუების ოჯახის სოციალური პრობლემების  ეტაპობრივად მოგვარებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს.