2019-01-04 |
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 86 წლის იუბილეს ულოცავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს 86 წლის იუბილეს. უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს.