აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

თეატრალიზებული მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის განმავლობაში მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.