მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ.
თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი კომპეტენციისა და ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, ერთობლივად შეუწყონ ხელი სტუდენტების განათლების ხარისხისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, განათლების სფეროში თანამშრომლობისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და განვითარებას, რაც ახალგაზრდებს თვითრეალიზებაში დაეხმარება.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.