მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, საქართველოში ახალგაზრდობის საქმეთა ხელშეწყობისა და განვითარების თვალსაზრისით.
თანამშრომლობის მიზანია კომპეტენციათა ფარგლებში ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო და სხა ღონისძიებების ორგანიზებისთვის პირობების შექმნა; ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საგანმანათლებლო, კულტურული და საქველმოქმედო პროგრამებისა და რესურსების განვითარება; ახალგაზრდობაში ცოდნის გავრცელება და მათი სიახლეებით ინფორმირება.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მოეწერა.