2019 წლის 11 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი ყოველკვირეული თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან, რომელსაც უძღვებოდა მურმან ფარფალია . მინისტრმა დამსწრეთ გააცნო 2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა დეპარტამენტების, სამმართველოებისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსებს დაავალა მოამზადონ მასალები აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომისათვის, რომელიც გაიმართება 2019 წლის 13 თებერვალს 12 საათზე აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.