28 თებერვალს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელოში, სოფელ რუხში მდებარე USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭრილი, უმაღლესი
ხარისხის კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა ოფიციალურად გახსნეს. USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭრილი, უმაღლესი ხარისხის კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარეობს. 2018 წლის გაზაფხულზე პროექტი USAID/Zrda შპს „აგრო- აგორა“-ს დაეხმარა აღნიშნული სანერგე/სადემონსტრაციო
მეურნეობის მოწყობაში. საერთო ჯამში, სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, სანერგე მეურნეობა ყოველწლიურად შეძლებს 100,000-მდე კენკროვანი კულტურების მაღალი ხარისხის ნერგის წარმოებას და გაყიდვას. სრულად ამუშავების მეორე წელს კი სანერგე მეურნეობა უკვე შეძლებს ყოველწლიურად 50-მდე ფერმერს მოემსახუროს და დაეხმაროს მათ, საერთო ჯამში მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის გაშენებაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგელობის თანამშრომლებმა, სოფ. რუხში მცხოვრებმა დევნილებმა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა.