აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ათენის მერიის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვები საბერძნეთში, ატიკის ნახევარკუნძულზე დასასვენებლად გაემგზავრნენ.
პროექტის ფარგლებში მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება. მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ.
ბავშვები საბერძნეთში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გააცილეს.
დევნილი მოზარდები საქართველოში 3 სექტემბერს დაბრუნდებიან.