აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019   წლის  8 აპრილს  აფხაზეთის   ა/რ   ფინანსთა   და  ეკონომიკის   სამინისტროში  გაიმართა   მორიგი   სამუშაო   თათბირი.   მინისტრმა  მურმან ფარფალიამ  მოისმინა  სტრუქტურული   ქვედანაყოფების  ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული     კვირის  განმავლობაში   გაწეული   მუშაობის   შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ა/წლის  5 აპრილს აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე – ,,ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი.’’ კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს   პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ატარებს გეგმიურ აუდიტს შ.პ.ს ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ს/ამბულატორიაში. მინისტრმა ისაუბრა სახელმიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით  დაფუძნებულ სხვა შ.პ.ს–ებში არსებულ პრობლემებზე (პოლიკლინიკების შერწყმა, ,,ავტოტრანსსერვისის’’ ლიკვიდაცია), სამინისტროში ა/წლის 2 აპრილს მოწვეულ შ.პ.ს–ების საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2019 წლის ბიზნეს–გეგმების განხილვაზე და დამტკიცებაზე.