აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების ოფისის დირექტორი ჯერალდ ობერნდორფერი სტუმრობდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დღეს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების ოფისის დირექტორი (ევროპასა და აზიაში) ჯერალდ ობერნდორფერი სტუმრობდა.

ვიზიტის ფრგლებში, ჯერალდ ობერნდორფერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის (Ects Georgia, CounterParty, IRD, AMCOR, Hellinicare) წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრაზე, ჯანდაცვის კუთხით დევნილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე იმსჯელეს. მხარეებმა ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების საჭირო აპარატურითა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფის შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების ოფისს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება.