23 მაისი –– აფხაზეთის დღე

ა/წლის 23 მაისს სიონის საკათედრო ტაძარაში სვიმონ კანანელის (იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან  ერთ–ერთი) ხსენების დღესთან დაკავშირებული წირვა–ლოცვა ჩატარდა. 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე – საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა–კურთხევით  აფხაზეთის დღედ დადგინდა 2014 წელს. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული  აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით ა/წლის 17 მაისს სოფელ რუხის სავაჭრო ტერიტორიაზე ღონისძიებით – ,,მე ვარ აფხაზეთი’’ გაიხსნა. ღონისძიების მხარდამჭერი იყვნენ: სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო–სამრეწველო პალატა  და სხვა. ზემოაღნიშნული  კვირეული  23 მაისს აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა.ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს  აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის დღე ანუ ,,აფხაზეთობა’’ მიულოცეს და აფხაზებთან შერიგების, ქართულ–აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი და დევნილი საზოგადოება.