ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში ვოვა ვეკუას ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამოზე ვოვა ვეკუას მეგობრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს მის მიერ შეტანილ წვლილზე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მოზარდებმა სცენაზე ვოვა ვეკუას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეული ეპიზოდები გააცოცხლეს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წამომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.