სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

 

ზუგდიდის ცენტრალურ პარკში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. მემორიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული ბადრი ბერანძის შვილმა გახსნა.   გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, მთავარმა მრჩეველმა თემურ ბოკუჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა.

დღესვე, წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი, ბადრი ბერანძის საფლავი ყვავილებით შეამკო. მოგვიანებით სოფელ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი მოინახულეს, რომელსაც რეაბილიტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩაუტარდა.