აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ

8 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და მათი მეუღლეები მიიღო.

ისინი დასალოცად ეწვივნენ მის უწმინდესობას და ამასთან გააცნეს თავის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა.