აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.