რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.