შეხვედრა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის (2020–2023წ.წ.) პრეზენტაციაზე

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, 5 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრნენ. სტრატეგიული დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, გავრცელება და გამოყენების გაუმჯობესება. ასევე აღნიშნული დოკუმენტი განიხილება, როგორც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მუშავდება დაინტერესებული მხარეების  აქტიური მონაწილეობით და მოიცავს საშუალო და გრძელვადიან ხედვას ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.