აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ ალექსანდრე ვაჩეიშვილის მემორიალური კუთხის გახსნას სამინისტროს ხელმძღვანელობა დაესწრო.

     12 დეკემბერს, მცხეთის რაიონის სოფ. ძველი ქანდის საჯარო სკოლაში მემორიალური კუთხე საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც ეძღვნებოდა იმავე სკოლის ხატვის მასწავლებელს, აფხაზეთის ომში დაღუპულ ალექსანდრე ( სანდრო) ვაჩეიშვილს. გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი მოხალისედ იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ კი აფხაზეთში. 1992 წლის 15 აგვისტოს, სოფ. განთიადში გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სახელმწიფო მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის~.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარე ჯემალ გამახარია, მან მადლობა გადაუხადა სკოლის პედ. კოლექტივს და საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების კავშირს ,,სამშობლოს’’, რომლებმაც ორგანიზატორობა გაუწიეს სოფ: ქანდის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას.

     მემორიალის გახსნას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ- პირთა დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია  და ომის ვეტერანები დაესწრნენ.

     ღონისძიების ბოლოს სასულიერო პირებმა ალექსანდრე ვაჩეიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.