აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველ წელს, ტრადიციულად, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ატარებს საახალწლო ზეიმს დევნილი ბავშვებისათვის.
წლეულსაც, 28-29 დეკემბერს 14:00 სთ. და 16:00 საათზე სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში დევნილი მოზარდებისთვის გამართა გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით დადგმული საახალწლო-საბავშვო სპექტაკლი „ციცქნა იას დღეობა“.
წარმოდგენის დასასრულს 1000-მდე ბავშვს გადაეცა საახალწლო საჩუქარი-ტკბილეული. ზეიმს ასევე ესწრებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 ბავშვი, რომელთაც ტკბილეულთან ერთად საახალწლო სუვენირები გადაეცათ. სამინისტრო წლებია ახორცილებს ქვეპროგრამას: „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლელობების მქონე მოზარდთა სოციალიზაციის პროცესს.
ბოლოს ბავშვებმა სპექტაკლის - „ციცქნა იას დღეობა“ გმირებთან ფოტოები გადაიღეს.