სამინისტროს წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ-პირთა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.

ალილოს მსვლელობაში ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბიაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს, მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2001 წელს ისევ აღდგა.