აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამართულ სხდომას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიენებულ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე იმსჯელეს. ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

სხდომაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ასევე იქ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ადგილზე არსებულ დაძაბულობასა და რთულ კრიმინოგენულ ვითარებას, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

მოხსენების შემდეგ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე კომისიის და კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.