სახელმწიფო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მხარდასაჭერად

2020 წლის 22-25 იანვარს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს  ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, იმყოფებოდნენ ქ. ზუგდიდში, ბათუმსა და ქობულეთში.

დევნილ მეწარმეთა, მცირე და საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე განხილული იყო მათი წინადადებები და იდეები სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ’’ მონაწილეობასთან დაკავშირებით.  მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებს აღნიშნულ პროექტში ჩართვის კუთხით გაეწიათ კონსულტაციები და მიეცათ სათანადო რეკომენდაციები. მათ მიერ ჩამოყალიბებული ბიზნეს პროექტები გამოგზავნილი იქნება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ერთიანი პორტალის სამინისტროს გვერდზე მითითებულ ელ. ფოსტაზე, განსახილველად და შემდგომი პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩენად.