საქართველოს პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

სხდომაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას, ადგილზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას, იქ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს. მონაწილეთა გადაწყვეტილებით სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.