აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 10 000-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილ ბენეფიციარს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს გადასცემს

ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში  შეიქმნა  სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო  საბჭოს  სახით,  რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით  უზრუნველყოფს  ერთიანი  პოლიტიკის   გატარებას  და  იძულებით გადაადგილებულ  პირთა  აქტიურ  დახმარებას. 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის არაერთი ღონისძიება განხორციელდა. დახმარება გაეწიათ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები  და გადაეცათ სადეზინფექციო დისპენსერები. 

მომდევნო დღეების განმავლობაში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10 000-მდე ბენეფიციარს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას  სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ.

ასევე,  აღდგომის დღესასწაულზე დევნილებს სადღესასწაულო  ნობათები და აფხაზეთის მთავრობის  სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ბზის ნერგები დაურიგდებათ. აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.