რუსლან აბაშიძემ სოციალურად დაუცველ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მრვალშვილიან ოჯახებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა.

დღესვე რუსლან აბაშიძემ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, აფხაზეთიდან დევნილი ვლადიმერ (სიომა) ბარქაია მოინახულა და სასურსათო პროდუქტი გადასცა.

.პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების დარიგების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პროდუქტს 10000-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი პირი მიიღებს.