სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.

ბარამიას ქუჩაზე ასევე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია, რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით ვერავა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კომბინატის დასახლებაში იმყოფებოდნენ და დევნილ ბენეფიციარებს სურსათი და სააღდგომო ნობათი მიუტანეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო აქცია მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. პირველადი მოხმარების  სასურსათო პროდუქტს სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით (ქალაქი ზუგდიდი, ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები)  70 წელს გადაცილებული 2725 ბენეფიციარი მიიღებს.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.