ქ,ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადაეცათ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა. 

 ბარამიას ქუჩაზე ასევე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია, რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი.