2020-04-16 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
სასურსათო და სააღდგომო კალათა, მარჩენალდაკარგულ დევნილ ოჯახებს დაურიგდა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიების გატარების მიზნით, დასავლეთ საქართველოს რაიონებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულეს და მარჩენალდაკარგულ, ომის ვეტერან, უნარშეზღუდულ პირებს სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათი გადასცეს.