მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო/მთავარი
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

ახალი ამბები

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 300-მდე ნამუშევრიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა, მათ შორის გამარჯვებული სამეული და სპეციალური ნომინაციების მფლობელები. მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა, აფხაზეთის თემაზე სხვადასხვა კონკურსების ჩატარების აუცილებლობაზე და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ორი ნამუშევარი შეირჩა და შევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ქართული ენის შემსწავლელ სახელმძღვანელოში, რომელიც ემიგრანტი მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

კონკურსში მონაწილეობა 10-17 წლის მოზარდებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საზღვარგარეთიდანაც.

ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მოწვეული სტუმრები და კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალს portal.abkhazia.gov.ge-ს, მიეღო ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ, ასევე ადგილზე გაევლო რეგისტრაცია. სამინისტროს თანამშრომლებმა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა სტუმრებს პორტალის ფუნქციონალისა და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბანერმა „სამშვიდობო გზავნილები“, სადაც მშვიდობის, ერთიანობისა და მომავლის შესახებ საკუთარი გზავნილები დაწერეს მოსულმა სტუმრებმა.

საინფორმაციო სივრცე მიზნად ისახავდა აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის ცნობადობის გაზრდას, საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაციის გაღრმავებასა და მოქალაქეების ინფორმირებას აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთობა 2026" 18 მაისს ქალაქ ზუგდიდიდან დაიწყო და 24 მაისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამინისტროს პროექტებს და იმ მხარდამჭერ მექანიზმებს, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ მსჯავრდებულებს პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
 
შეხვედრას აფხაზეთის ა.რ. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები მაია შამუგია და თამარ ზვიადაურიც ესწრებოდნენ.
 
აფხაზეთიდან დევნილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია - რესოციალიზაცია სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით უწყება ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა ქალაქ მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც დევნილი მოქალაქეების საჭიროებებს პირადად გაეცნო და მათ სადღესასწაულო ნობათები გადასცა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია.

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ნობათები აფხაზეთიდან დევნილ 1600-მდე მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ როგორც აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა უწყების საქმიანობას, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემსჯელათ.
 
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში, სამშვიდობო პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.
 
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ოფიციალურ წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
დოკუმენტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
 
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები დაგეგმავენ საჯარო ლექციებს, შეხვედრებსა და კონფერენციებს, ასევე ხელს შეუწყობენ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სხვადასხვა პროექტებში აქტიურ ჩართულობას.
 
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, ცოდნის გაზიარებასა და იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დევნილ ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა და საგაზაფხულო დღესასწაულები მიულოცა.
 
მინისტრმა ქალებს სიმბოლური საჩუქრები და ყვავილები გადასცა. შეხვედრისას ალიონა ჩხოტუამ მათ სამინისტროს საქმიანობა და ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც დევნილი მსჯავრდებულების მხარდაჭერასა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობას უკავშირდება. საუბარი შეეხო ასევე სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებსაც.
 
“დღეს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოვინახულეთ აფხაზეთიდან დევნილი ქალი მსჯავრდებულები და მათ ქალთა და დედის დღე მივულოცეთ. ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ქალმა იგრძნოს ყურადღება და მხარდაჭერა. ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ პროექტებზე, რათა მათ საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნებისა და ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ", - განაცხადა ალიონა ჩხოტუამ.
 
ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მომღერლებმა ქალი მსჯავრდებულებისთვის მოკლე საკონცერტო პროგრამა შეასრულეს.
 
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია, მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნიკა აბრამიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა სიცილიის რეგიონის ქ. მონრეალის მერს ალბერტო არჩიდიაკონოს და საკრებულოს თავმჯდომარეს მარკო ინტრავაიას შეხვდა.
 
მინისტრმა მონრეალის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მონრეალში მცხოვრებ იმ იტალიურ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის მიზნით მასპინძლობდნენ, მადლობა გადაუხადა და აღნიშნული პროექტის განახლების ინიციატივაზე ისაუბრა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და ინსტიტუციურ დონეზე ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის თემის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.
 
ქალაქ მონრეალში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა და საქართველოს საპატიო კონსული სიცილიის რეგიონში ლეონარდა ამელა ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს სამუშაო ფორმატში შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები, არქივების თანამედროვე მართვის მიდგომები და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.
 
საქართველოს ეროვნულ არქივში შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე, ელენე არდაზიშვილი და საქვეუწყებო დაწესებულება არქივის სამმართველოს ხელმძღვანელი, სოფო ადეიშვილი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და კონკურსში გამარჯვება პირადად მიულოცა.
 
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო სამინისტროს ახლადშექმნილი სათბირო ორგანოა, რომელის მიზანიც სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა.
 
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო 1 წლის განმავლობაში განახორციელებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრების ორგანიზება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების წარდგენით, სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროექტებში მონაწილეობის მიღება.
 
საბჭო ასევე ითანამშრომლებს სამშვიდობო პოლიტიკისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
 
ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია, მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი, ასევე სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გურჩიანი ესწრებოდნენ.