აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე წელს დაგეგმილ და განხორცილებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მიმოიხილა კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გაწეული დახმარების საკითხები. რუსლან აბაშიძემ სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე,  ასევე, განიხილეს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს დევნილი საზოგადოებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.