რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სამინისტროს სტურქტურული ერთეულების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების საქმიანობაზე ისაუბრეს. მინისტრმა უწყების პრიორიტეტული მიმართულებები, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და  დევნილი საზოგადოების ჩართულობით ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის საკითხები განიხილა.

საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად განხორცილებულ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილეს. რუსლან აბაშიძემ სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.