პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის!
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ფოტოკონკურსს „საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ“. პროექტის მთავარი გამოწვევაა ქვემოთ მოცემული საკონკურსო თემების ერთი კადრით გადმოცემა:
- წარმატებული აფხაზეთელები (მათი წარმატებული საქმიანობის წარმოჩენა)
- დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები
- როგორია „თქვენი გზავნილი“ ენგურს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის.
- თქვენი ხედვა ევროპულ სივრცეში ერთიანი საქართველოს იდეისა.
- საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ
პროექტს ეყოლება ჟიური, რომელიც 20 საუკეთესო ფოტოს შეარჩევს და მათგან გამარჯვებულებს შემდეგ საპრიზო ნომინაციებში გამოავლენს:
- პროექტის რჩეული (1500 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
- საუკეთესო გზავნილი (800 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
- ყველაზე კრეატიული (700 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
მონაწილეებისთვის მთავარი ამოცანაა ფოტო-კადრის, ე.წ. „მესიჯ ბოქსად“ გარდაქმნა და ენგურს მიღმა დარჩენილი თანამოქალაქეებისთვის გაგზავნა, როგორც სურვილი და ხედვა ჩვენი საერთო მომავლისა.
ყველა დაინტერესებულმა პირმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით.
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 31 ივლისი (31.07.20)